Tuesday, August 16, 2011

ტატუირება და მისი მოვლა

დღეს-დღეობით ტატუირება მხატრობის ერთ-ერთი პუპულარული სტილია. განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში.
ნებისმიერ ტატუს სალონში შეგიძლიათ სასურველი ნახატი გამოისახოთ სხეულზე.


სიტყვა “ტატუ”, “tattоо” ან “tatu” შემოვიდა ევროპაში კაპიტან კუკის მოგზაურობის შემდეგ ტაიტში და ნიშნავს “ჭრილობას”, “ნიშანს”.
ტატუს ისტორია 6000 წელს ითვლის. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილი იქნა ეგვიპტეში გიზეს პირამიდის შესწავლის შემდეგ. 4000 წლის მუმიებს გამომხმარ კანზე ნახატები მკვეთრად უჩანდათ. ტატუმ ყველაზე დიდი პოპულარობა ნახა იაპონიაში, რომელშიც დღემდე დიდი ყურადღება ექცევა მას. სწორედ იაპონიაში შემოიღეს პირველად სხეულებზე სამგანზომილებიანი სურათების დახატვა.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ტატუს გაკეთება აუცილებელია იცოდეთ მისი მოვლა...
ტატუირების მოვლის წესები:

ტატუირების გაკეთების წინ და პირველი 5 საათი პროცედურის დასრულების შემდეგ არ მიიღოს სპირტიანი სასმელები და პრეპარატები, რომლებიც იწვევენ მაღალ არტერიულ წნევას!!!

ტატუირების სეანსის დასრულების შემდეგ, ტატუირების ადგილზე დაგადებენ ბარიერულ დაცვას (ფენა), რაც იცავს ახლად გაკეთებულ ტატუირებას დაზიანებისაგან და დაბინძურებისაგან. აგრეთვე დაბლოკავს ჟანგბადს, რაც ხელს შეუშლის
გამონაყოფის გაშრობას და მის გარდაქმნას გამშრალ ქერქად (ყოველ შემთხვევაში სანამ მიხვალთ სახლში ტატუირების გაკეთების შემდეგ).
2-3 საათის გასვლის შემდეგ ფრთხილად მოიხსენით სახვევი და დაიბანეთ ტატუირება თბილი ან ცივი წყლით თხევადი (ანტიბაქტერიციდული) საპნით, რათა მოიცილოთ კრემის და გამონაყოფის ნარჩენები.

აკრძალულია: სრულ შეხორცებამდე (როდესაც ქერქი მთლიანად აიცლება) გამორიცხეთ აბაზანები, აბანოები, საუნა, ბანაობა და გარუჯვა, სპორტი და ფიზიკური დატვირთვა, ეცადეთ არ გაოფლიანდეთ, არ ჩაიცვათ შალის და მოტკეცილი

ტანსაცმელი. გამორიცხეთ სიბინძურის და წყლის მოხვედრა, ტატუს განგრძლივი დასველება ცხელი წყლით. არ მოიქავოთ ტატუირება. არავითარ შემთხვევაში მოიცილოთ ქერქი მისი არსებობის შემთხვევაში!

სრული შეხორცების შემდეგ პირველი 2-3 კვირა ეცადეთ არ დაუშვათ პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება ტატუირებაზე, არ წახვიდეთ სოლარიუმში. აკრძალულია ტატუირებაზე რაიმე სხვა პრეპარატების წასმა (ვაზელინი, დამატენიანებელი

კრემი და სხვა) გარდა სპეციალისტის მიერ რეკომენდებული პრეპარატებისა.
თვალყური ადევნეთ, რომ შეუხოცებელი ტატუირება არ გადაიხეხოს და არ მიეწებოს ტანსაცმელის ქსოვილს ან თეთრეულს. მიწებების შემთხვევაში არ შექმნათ პანიკა, ფრთხილად დაასველეთ მიწებებული ქსოვილი თბილი წყლით და ფრთხილად გაიხადეთ იგი.

დაიმახსოვრეთ! სამუშაოს შემდგომი ხარისხი დამოკიდებულია მასზე, თუ როგორ მოეკიდებით ოსტატის რეკომენდაციებს და მოვლის წესებს და მთელი პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენ!

 


Thursday, August 11, 2011

Tom Felton - დრაკო მალფოი

Thomas Andrew "Tom" Felton დაბადა 22 სექტემბერ,არის 23 წლის.არის ინგლისელი მსახიობი და მომღერალი.ის ცნობლილია დრაკო მალფოის როლიტ ჰარი პოტერის ფილმის სერიებიდან,რომელსიც მან 12 წლიდან დაიწყო მონაწილეობა,მაგრამ მისი კარიერა 8 წლიდან.ის ჰარი პოტერში 2001-წლიდან 2011-მდე თამაშობდა მან თავისი როლებისთვის "ნახევარ პრინცში" და "სიკვდილის საჩუქრების 1 ნაწილში" მოიპოვა MTV MOVIE AWARDS-ის ჯილდო.

დრაკო მალფოი
ბიჭი,რომელმაც ყველა არასწორი არჩევანი გააკეთა
სლიზერინი
















მიუხედავად იმისა რომ ის უარყოფითი პერსონაჟია...მაინც ძაან მიყვარს..და ვერავიინ ვერ გადამაყვარებინებს....გულით მიყვარხარ დრაკო !!! : )))