Tuesday, August 16, 2011

ტატუირება და მისი მოვლა

დღეს-დღეობით ტატუირება მხატრობის ერთ-ერთი პუპულარული სტილია. განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში.
ნებისმიერ ტატუს სალონში შეგიძლიათ სასურველი ნახატი გამოისახოთ სხეულზე.


სიტყვა “ტატუ”, “tattоо” ან “tatu” შემოვიდა ევროპაში კაპიტან კუკის მოგზაურობის შემდეგ ტაიტში და ნიშნავს “ჭრილობას”, “ნიშანს”.
ტატუს ისტორია 6000 წელს ითვლის. ყველაზე ძველი ტატუები აღმოჩენილი იქნა ეგვიპტეში გიზეს პირამიდის შესწავლის შემდეგ. 4000 წლის მუმიებს გამომხმარ კანზე ნახატები მკვეთრად უჩანდათ. ტატუმ ყველაზე დიდი პოპულარობა ნახა იაპონიაში, რომელშიც დღემდე დიდი ყურადღება ექცევა მას. სწორედ იაპონიაში შემოიღეს პირველად სხეულებზე სამგანზომილებიანი სურათების დახატვა.

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ტატუს გაკეთება აუცილებელია იცოდეთ მისი მოვლა...
ტატუირების მოვლის წესები:

ტატუირების გაკეთების წინ და პირველი 5 საათი პროცედურის დასრულების შემდეგ არ მიიღოს სპირტიანი სასმელები და პრეპარატები, რომლებიც იწვევენ მაღალ არტერიულ წნევას!!!

ტატუირების სეანსის დასრულების შემდეგ, ტატუირების ადგილზე დაგადებენ ბარიერულ დაცვას (ფენა), რაც იცავს ახლად გაკეთებულ ტატუირებას დაზიანებისაგან და დაბინძურებისაგან. აგრეთვე დაბლოკავს ჟანგბადს, რაც ხელს შეუშლის
გამონაყოფის გაშრობას და მის გარდაქმნას გამშრალ ქერქად (ყოველ შემთხვევაში სანამ მიხვალთ სახლში ტატუირების გაკეთების შემდეგ).
2-3 საათის გასვლის შემდეგ ფრთხილად მოიხსენით სახვევი და დაიბანეთ ტატუირება თბილი ან ცივი წყლით თხევადი (ანტიბაქტერიციდული) საპნით, რათა მოიცილოთ კრემის და გამონაყოფის ნარჩენები.

აკრძალულია: სრულ შეხორცებამდე (როდესაც ქერქი მთლიანად აიცლება) გამორიცხეთ აბაზანები, აბანოები, საუნა, ბანაობა და გარუჯვა, სპორტი და ფიზიკური დატვირთვა, ეცადეთ არ გაოფლიანდეთ, არ ჩაიცვათ შალის და მოტკეცილი

ტანსაცმელი. გამორიცხეთ სიბინძურის და წყლის მოხვედრა, ტატუს განგრძლივი დასველება ცხელი წყლით. არ მოიქავოთ ტატუირება. არავითარ შემთხვევაში მოიცილოთ ქერქი მისი არსებობის შემთხვევაში!

სრული შეხორცების შემდეგ პირველი 2-3 კვირა ეცადეთ არ დაუშვათ პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედება ტატუირებაზე, არ წახვიდეთ სოლარიუმში. აკრძალულია ტატუირებაზე რაიმე სხვა პრეპარატების წასმა (ვაზელინი, დამატენიანებელი

კრემი და სხვა) გარდა სპეციალისტის მიერ რეკომენდებული პრეპარატებისა.
თვალყური ადევნეთ, რომ შეუხოცებელი ტატუირება არ გადაიხეხოს და არ მიეწებოს ტანსაცმელის ქსოვილს ან თეთრეულს. მიწებების შემთხვევაში არ შექმნათ პანიკა, ფრთხილად დაასველეთ მიწებებული ქსოვილი თბილი წყლით და ფრთხილად გაიხადეთ იგი.

დაიმახსოვრეთ! სამუშაოს შემდგომი ხარისხი დამოკიდებულია მასზე, თუ როგორ მოეკიდებით ოსტატის რეკომენდაციებს და მოვლის წესებს და მთელი პასუხისმგებლობა გაკისრიათ თქვენ!

 


Thursday, August 11, 2011

Tom Felton - დრაკო მალფოი

Thomas Andrew "Tom" Felton დაბადა 22 სექტემბერ,არის 23 წლის.არის ინგლისელი მსახიობი და მომღერალი.ის ცნობლილია დრაკო მალფოის როლიტ ჰარი პოტერის ფილმის სერიებიდან,რომელსიც მან 12 წლიდან დაიწყო მონაწილეობა,მაგრამ მისი კარიერა 8 წლიდან.ის ჰარი პოტერში 2001-წლიდან 2011-მდე თამაშობდა მან თავისი როლებისთვის "ნახევარ პრინცში" და "სიკვდილის საჩუქრების 1 ნაწილში" მოიპოვა MTV MOVIE AWARDS-ის ჯილდო.

დრაკო მალფოი
ბიჭი,რომელმაც ყველა არასწორი არჩევანი გააკეთა
სლიზერინი
















მიუხედავად იმისა რომ ის უარყოფითი პერსონაჟია...მაინც ძაან მიყვარს..და ვერავიინ ვერ გადამაყვარებინებს....გულით მიყვარხარ დრაკო !!! : )))

Wednesday, July 13, 2011

საქართველო და მისი ხევსურეთი

რა ლამაზია საქართველო!: ყველანაირი კურორტი, დასასვენებელი საშუალება, მოკლედ რაც გინდა სულო და გულო. ერთერთი ამ ღ ირშესანიშნაობებიდან არის ხევსურეთი ადგილი რომელიც იმსახურებს ტაშს! (გთხოვთ დაუკრათ ტაში, სადაც არ უნდა იყოთ, რატომაც არ უნდა იყოთ) ეს ადგილი ენით აუწერელი სილამაზისაა: ბუნება და მაღალი კოშკები რომლებშიც თითქმის უკვე აღარავინ სახლობს . თავს არ მოგაბეზრებთ ინფორმაციით რადგან ამისთვის წიკიპედია არსებობს. მე ერთ ამბავს მოგიყვებით რომელსაც მერწმუნეთ ვერსად წაიკითხავთ, ვერც წიკიპედიაში.
ჩემი ახლობელი ახალგაზრდობაში გატაცებული იყო მოგზაურობით, მთელი საქართველო მოიარა. როდესაც გაიგო რომ ხევსურეთში მივდიოდი დამირეკა და მთხოვა მესტუმრეო, ხოდა მეც ვიცოდი რომ რაღაც საინტერესო მელოდა და უარი არ ვუთხარი და ძალიან კარგიც ვქენი.
ხევსურეთში დიდი ხნის წინათ იყო თვითონ როგორც მითხრა 1925 წელს, ეს ის დრო იყო როდესაც "კამუნისტები" უკვე სანახევროდ დაუფლებულიყვნენ ჩვენს საქართველოს. Xევსურეთს იმ დროისთვის უკვე ძალიან ცოტა მკვიდრი თუ ყავდა. იმ სოფელში კი სადაც ჩემი ახლობელი იყო სამი: დეიდა მზექალა, მისი შვილი და შვილის ცოლი. დეიდა მზექალას მამა-აპურ კოშკში დაედო ბინა ხოლო მისი შვილი კოშკს არ კადრულობდა და ამიტომ ბარში უფრო თანამედროვე სახლში ცხოვრობდა, მართალია ტელეფონის და ელექტროენერგიის შუქს რომ ეძახიან იმის გარეშე, მაგრამ მაინც თანამედროვე სახლში.
ერთხელ როცა ჩემი ახლობელი, სახელით მიმართვა მგონი უფრო ზრდილობიანია ამიტომ მოდი მას დიდი, გასიებულ თავიანი ურჩხული ვუწოდოთ. განა იმიტომ რომ ამ არსებას გავს, არა უბრალოდ ეს სახელი "მესაყვარლება". მოკლედ როცა დიდი, გასიებულ თავიანი ურჩხული მორიგ ლაშქრობაში იყო დაინახა ლოდი, შენიშნა რომ ამ უზარმაზარ ლოდზე რაღაც იყო ამოტვიფრული მაგრამ ხავსით იყო დაფარული. როცა ლოდი მოასუფთავა დაინახა ნაწერი: "1924 წ. ხალხნოი ფრთხილათ თორო კამუნისტები უკვე აქც შამოვიდნენ". ეს ლოდი პირით ხევსურეთისკენ მომავალს უყრებდა. წარმოგიდგენიათ ვიღაც კაცი დაჯდა, ოფლი დაღვარა და ამოტვიფრა ფრთხილად იყავითო. ამ ამბის შემდეგ შეიძლება ქართველმა თქვას რომ არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა?
როცა ურჩხული, მოდი ეს მისი "კლიჩკა" იყოს, უკან თბილისში დაბრუნდა გადაწყვიტა დეიდა მზექალა ერთი ზამთრით (სწერვულად: რьა ეგოისьტობაა ერთი ზამთრით არьა?. ადამიანურად: (რო იცინის ის სმაილი)) ჩამოეყვანა, რადგან ხევსურეთში ზამთარში ისე ცივა, რომ ვერ იბანავებ და ხახვის სუნი გექნება როგორიც ქართველ პატრიოტ კაცებს ასდით, თბილისში. როცა მას ესტუმრა და უთხრა ჩამოდითო დეიდა მზექალა დაპირდა ამ ზამთარს საქმეები მაქვს და შემდეგ ზამთარს აუცილებლად წამოვალო. თბილისში დაბრუნებულს ურჩხულიკოს აცონბეს დეიდა მზექალამ სული დალიაო.
დავუბრუნდეთ? ჩვენს ხევსურეთს სადაც ოდესღაც დეიდა მზექალა და მისი შვილი, თან ცოლიანი ცხოვრობდნენ. რა იცი? იქნებ მათი შთამომავლები კიდევ ცხოვრობენ და უხარიათ "დამოუკიდებელ" საქართველოში ცხოვრება, ბედნიერები არიან რომ ყავთ ესეთი კარგი, უფრო სწორად პატიოსანი ოპოზიცია, რომელსაც მყარად აქვს ფესვები ჩვენს საყვარელ რუსეთში და ჩვენი საყვარელი კარლიკების союзში. მიშიკოს, ჩვენი მაგაააარი პრეზიდენტის, მაგაააააარ მანერებზე ხო გიჟდებიან და გიჟდებიან: ცხვირის ხელით "მოხოცვაზე", კრიზისის დროს ჰალსტუხის ჭამაზე და მის სექსუალურ მიხრა-მოხრაზე. მაგრამ არაუშავს ჩვენ ხევსურეთი გადაგვარჩენს, ხევსურეთი რომელიც მზესავით ლამაზია!

P.S.მართლაც რა ლამზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა! ❤


Made In Georgia....ანუ მარტო საქართველოში რა მოსულა და რა არა

1.მარტო საქართველოში შეიძლება ჩაჯდე საბარგულში თუ მანქანაში ადგილი არ არის.
2.მარტო საქართველოში შეიძლება იმღერო მუსიკა რომლის ტექსტიც არ იცი.
3.მარტო საქართველოში შეიძლება გეცვას ლილოს ზმანი და იბრალებდე რო ნაღდი ზარაა.
4.მარტო საქართველოში შეიძლება გიყვარდეს ბიჭი ზმანის გამო :)
4.მარტო საქართველოში შეიძლება გაირუჯო კრიშაზე და დაიბრალო რომ თურქეთში იყავი.


1.მარტო საქართველოში ტეხავს ქუჩაში ბიჭის/გოგოს კოცნა
2.მარტო საქართველოში ტეხავს ფანტანში ბანაობა (ზოგს არ უტყდება)
3.მარტო საქართველოში ტეხავს იცეკვო ქუჩაში



ნუ ეს სულ მცირე ვერსიებია ოღონდ ჩემი და ვინც უაზროდ თვლის არ მაინტერესებს ეს ჩემი მოსაზრებაა :))))  

Friday, July 8, 2011

ალექსა ჩანგის ჩაცმის სტილი

     

















ალექსა ინგლისელი ტელეწამყვანი, მოდელი და British Vogue რედაქტორია.

ჰყავს შეყვარებული – ჯგუფ Arctic monkeys სოლისტი ალექს ტერნერი (2007 წლიდან დღემდე).

არის ძალიან ელეგანტური. აქვს ძალიან გრძელი და ლამაზი ფეხები : )

ხშირად ასახელებენ, როგორც ყველაზე კარგად ჩაცმულ ქალს.

უყვარს კლასიკური სტილი, პიჯაკი და ჯინსის შორტები.

მოკლედ ძალიან მაგარი გოგოა…

I n s p i r a t i o n













დარჩი რა ჩემში..

უშენოდ მოვკვდები, ჰო თვალებს დავხუჭავ და მოვკვდები და აღარ გეყოლები.. აღარ წახვიდე.. გთხოვ.. გულს ამოვიღებ და გაჩუქებ..
ბოლოს რომ წახვედი დამიბარე ისე მალე დავბრუნდები ჩემ მონატრებასაც ვერ მოასწრებო.. მაგრამ.. მაგრამ.. ალბათ გეგონა მთელი ორი წელი არ მომენატრებოდი.. შე სულელო.. მენატრებოდი.. არა! სიგიჟემდე, კივილამდე, წივილამდე მენატრებოდი.. აი ახლა ხომ აქ ხარ ჩემთან, მაგრამ მაინც მენატრები.. აღარ წახვიდე რა.. არასოდეს.. ნუ გამიმეტებ.. ასეთი რა დავაშავე.. დარჩი რა ჩემთან, დარჩიი.. არა ჩემთან ხარ, მაგრამ ჩემში დარჩი.. ჩემში რომ იქნები აღარასოდეს ვიქნები მარტო.. ჩემო გულის სითბოვ.. როგორ მიყვარხარ.. ჩემო მაისისთვალებიანო <3 ჩემო ზღვისფერო სურვილო <3 ჩემო რძისფერკანიანო <3 ჩემო გვირილისღიმილიანო <3 არ ჩაგეძინოს რაა.. საცაა უკვე თენდება.. სულ ერთი სიტყვა მინდა.. სულ ერთი სიტყვა მჭირდება.. მეტი კი არაფერი..!
მე.. მე შენი ჩემნაირობა მიყვარს.. შენი ნათქვამი "მიყვარხარ" მიყვარს.. არ ჩაიძინო.. შეხედე ცას ფეხქვეშ გვეგება.. და ნახე შორეულ აღმოსავლეთში ვარდისფერდება მთები.. არ ჩაგეძინოს რაა.. დარჩი ჩემში რა..შუბლით შევეხოთ იცნებებს..დარჩი რაა..
იცი როცა ცას მართმევ ასე მგონია გჭირდება და.. და გატან.. მოდი დილამდე გავიდეთ გაღმა ნაპირზე.. აიი ამინდიც აირია წვიმას აპირებს.. მოდი წაგიყვან იქ, სადაც რეალობა ქარითაა მიბმული შიშველ ხეებზე.. მერე მე მოვალ ტკივილს გაგხდი და გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე ჩაგაცვამ.. დარჩი ჩემში რაა.. თორემ ხომ ხედავ ყოველ წამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები.. და იცოდე სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა მე თუ მოვკვდები..
დარჩი რაა..
დარჩი რაა ჩემშიი..

I need to be alone!!!
















ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში “რთული პერიოდი”. განსაკუთრებით, როდესაც თინეიჯერი ხარ (არ მიყვარს ეს სიტყვა) და გგონია რომ ვერავინ გიგებს, თითქოს შენ სხვა ნაპირზე ხარ, დანარჩენი ხალხი კი მეორე ნაპირზე. მშობლები, მასწავლებლები გეუბნებიან, რომ მომაალზე უნდა იფიქრო შენ კიდე აწმყო ვერ მოგიგვარებია, არც იცი რა გსურს ამ ცხოვრებისგან. ამასობაში იკეტები საკუთარ თავში, ადგები არასწორ გზას. ყველგან პრობლემებია სკოლაში, ოჯახში, მეგობრებთან. შენს თავში სრული ქაოსია…

ახლა ზუსტად ასე ვარ ბევრი პრობლემა მაქვს რომლის მოგვარება მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული და ძალიან მინდა სულ ცოტა ხნით მაინც:



1.შევაჩერო დრო. 

  

Nirvana :*

ნირვანა იყო ამერიკული როკ ჯგუფი, რომელიც დაარსდა აბერდინში, ვაშინგტონი. 1991 წელს, სინგლის „Smells Like Teen Spirit“-ის წყალობით, ალბომიდან Nevermind, ჯგუფმა მეინსტრიმში შეაღწია და ყველაფერთან ერთად, პოპულარული გახადა ალტერნატიული როკის ერთ-ერთი ქვეჟანრი — გრანჟი. პარალელურად, სიეტლში დაარსებულმა გრანჟ ჯგუფებმა, როგორიცაა ელის ინ ჩენსი, პერლ ჯემი და საუნდგარდენი ასევე მოიპოვეს პოლულარობა და შედეგად, 1990-იანი წლების აშშ-ს რადიოსადგურებსა და მუსიკალურ ტელევიზიებში ალტერნატიული როკი დომინანტ ჟანრად იქცა.
ნოვოსელიჩმა და კობეინმა ერთმანეთი გაიცნეს 1985 წელს. ორივე ჯგუფის The Melvins მოყვარული იყო. ამან გარკვეული გავლენა იქონია მათ მუსიკაზე. თავდაპირველად, ჯგუფის შექმნის მცდელობას წარუმატებლობა მოჰყვა, შემდეგ კი მათ შეუერთდა აარონ ბერკჰარდი (დასარტყამები). სწორედ ეს იყო მომავალი ნირვანას პირველი ვერსია. მოგვიანებით კობეინმა ახსენა, რომ ჯგუფი იმყოფებოდა სხვა კოლექტივების, კერძოდ Gang of Four და Scratch Acid გავლენის ქვეშ. [1] რამდენიმე თვის შემდეგ ბერკჰარდმა დატოვა ჯგუფი. ის დროებით დეილ კროვერმა შეცვალა. ( The Melvins ) ამ შემადგენლობით ჯგუფმა რამოდენიმე დემო ჩანაწერი გააკეთა და კვლავ შეიცვალა დრამერი. ახალ დრამერს დეივ ფოსტერი ერქვა. 1988 წლამდე ნირვანამ ბევრი სახელი გამოიცვალა ჯგუფი შემდეგ სახელებს ატარებდა: Skid Row», Pen Cap Chew, Bliss Throad Oyster, Windowpane, და Ed Ted Fred.88 წელს კურტი და კრისტი ნირვანაზე შეჩერდნენ და ამ(ა) წლის მარტში პირველად გამოვიდნენ სცენაზე ახალი სახელით. მალე ნირვანას მუდმივი დრამერი ჩად ჩენინგი შეუერთდა. ჯგუფი უკვე მზად იყო პირველი სიმღერების ჩასაწერად.
1989 წლის ივნისში ნირვნამ გამოუშვა პრიველი ალბომი სახელად Bleach, რომლის ტირაჟი 35 000 ეგზემპლარს შეადგენდა. ამ ალბომში იგრძნობოდა ჯგუფების The Melvins, Mudhoney, Black Sabbath ისა და Led Zeppelin ის გავლენა. 1989 წლის 22 ივნისს ნირვანა გაემგზავრა ამერიკულ ტურნეში და 26 ქალაქს ეწვია. 2001 წელს ნოვოსელიჩმა Rolling Stoneთან ინტერვიუში თქვა რომ ტურნეს დროს ნირვანას წევრები The Smithereens-სა ( ალტერნატიული როკი ) და Celtic Frost-ს ( ბლექ მეტალი ) ის სიმღერებს უსმენდნენ. მისი აზრით ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია პირველ ალბომზე. ნირვანას პირველმა სტუდიურმა ჩანაწერმა მალე მოიპოვა პოპულარობა ამერიკის პატარა კოლეჯ რადიოებში.


 

ჩემი კარგი დაქალი და ასევე ჩვენი ბლოგის მეგობარი – lizamalfoy.blogspot.com

ეს პოსტი მინდა მივუძღვნა ჩემს საყვარელ და კარგ დაქალს ლიზა მჭედლიძეს იგივე ლიზა მალფოი–ს :*

 lizamalfoy.blogspot.com – ეს არის ლიზას ბლოგი..როდესაც ეს ბლოგი ვნახე ძალიან მომეწონა..კარად იყო გაფორმებული...პოსტებიც საკმაოდ კარგი იყო )) დღესაც შევედი მის ბლოგში და ვხედავ რომ მას ჩემზე სტატია აქვს დაწერილი და მადლობს ნიშნად მეც გადავწყვიტე დამეწერა რამე კარგი მასზე...ყველას გთხოვთ შეხვიდეთ ლიზას ბლოგში და ის უფრო პოპულარული გახადოთ (თუ გნებავთ ჩემიც) :D აი ლინკი – http://lizamalfoy.blogspot.com/ ;) წარმატებები ლიზუზუ :D:D:D :*

ეს ფოტოები კი სპეციალურად ლიზასთვის :D:D 





  

 

Tuesday, July 5, 2011

არაუშავს.. :)

ერთმა დიდმა (?) კაცმა თქვა პოსტის დაწერის აზრი, კითხვისას მოდისო.. ჰოდა ვათვალიერებდი "აწ გარდასულ პოსტებს" და ერთ-ერთში მაქვს გამოყენებული სიტყვა - არაუშავს. მინდა დღევანდელი პოსტი ამ სიტყვას მივუძღვნა..

არაუშავს - საერთოდ ეს სიტყვა ჩემი ცხოვრების წინამძღვარია. ამ სიტყვის გარეშე ვიქნებოდი ძალიან დათრგუნული და ვინერვიულებდი ყველასა და ყველაფერზე (უმნიშვნელოზეც კი).
ამ სიტყვის დანიშნულებაა განგტვირთოს (მთლად ისეც არა ახლა :დ) ამ სიტყვას შეუძლია დაგავიწყოს პრობლემა.. ნუ ახლა მთლად დავიწყებას ვერ შეგპირდებით, მაგრამ ოპტიმისტურად მაინც განგაწყობთ :) ჩემზე ყოველ შემთხვევაში კარგად მოქმედებს :)
ახლა კი განვიხილოთ შემთხვევები, სადაც ამ სიტყვას დიდი წვლილი მიუძღვის თქვენს კარგ ხასიათში :)
მას ასე, დავიწყოთ:
1.კომპიუტერთან დაჯდომა გინდათ, მაგრამ გაკვეთილები გაქვთ სასწავლი..
"არაუშავს" - და ჯდებით კომპიუტერთან, ყველაფერი კარგად იქნება :)
2.ვიღაცას რაღაც აწყენინეთ..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)
3.მიგატოვეს..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)
4.რაღაცის ყიდვა დაგავიწყდათ.. ხელახლა წასვლა კი გეზარებათ მაღაზიაში..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)
5.დაქალისთვის/ძმაკაცისთვის განკუთვნილი მესიჯი სხვას მისწერეთ..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)
6.დავალებას წერთ და შეგეშალათ..
"არაუშავს" - და ყველაფერი კარგად იქნება :)

"არაუშავს" ყველაფრის წამალია <3 დამიჯერეთ, თქვით ეს სიტყვა გამოუვალ სიტუაციებში და ოდნავ მაინც სეგიმსუბუქდებათ გასაჭირი :)

(P.S მე ვამბობ იმ წამს ოპტიმისტურად განგაწყობთ მეთქი.. მაგრამ არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერს შველის და წყვეტს. დავალების არდაწერა არც ისე კარგია..)

Don't Cry.. Just Smile







საერთოდ რა!...

ჩემზე სულელი და ოპტიმისტი ადამიანი არ მეგულება მთელს ქვეყანაზე.
გაახილე გოგო თვალი! შეხედე რეალობას თვალებში! მოიხსენი ეგ შავჩარჩოებიანი და ცისფერსარკეებიანი სათვალე და შემოუშვი რეალობა! როგორც სხვებმა.. უკვე დიდი ხარ საკმაოდ იმისთვის, რომ კარგი და ცუდი გაარჩიო. გაიგო ვინ არის შენთვის და ვინ უბრალოდ შენი. განასხვავო ისინი ერთმანეთისგან და ყურადღების ღირსად ჩათვალო ისინი, ვინც შენთვის არიან! იყოს შენი, ნიშნავს შენ გიყვარდეს და ენდობოდე მას, მაგრამ იყოს შენთვის, ნიშნავს უყვარდე და გენდობოდნენ შენ!

რა ადვილია იმის დაჯერება, რაც გვინდა, რომ ისე იყოს, როგორც ვისურვებთ. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ბოლოს თავს უკვე გამოყენებულ და აღარაფერში გამოსადეგ მეორე.. არა! მეასეხარისხოვან საგნად თვლი, რომელიც გაწურეს, დააშრეს, დააჭკნეს, გამოსთხოვეს და გამოსტყუეს ყველაფერი, რაც გააჩნდა და ეს ყველაფერი ტყუილით. მხოლოს იმიტომ, რომ ბოლოს ჩრდილში დაეგდოთ და ნამტირალევისთვის (და არამარტო) ცინიკურად ან საერთოდ არ შეეხედათ..

არ გეწუწუნებით!
მე მინდა მივმართო მათ, ვინც ასე აკეთებდა, აკეთებს ან ასე გააკეთებს..
ვინც და როგორც არ უნდა გძულდეთ, ნუ მოატყუებთ თვეებისა და წლების მანძილზე მას, ნუ გაწურავთ და ნუ დაუშრეტთ უკანასკნელ გრძნობებს, უკანასკნელ სუნთქვას, ცრემლს.. ნუ მოისვრით უკან, წარსულში, რომ მან უკეთ გაიგოს, თუ როგორ საშინლად მოატყუეთ, რომ ყოველი დღე უსაფუძვლო იმედით გაატარებინეთ.. ნუ მისცემთ საბაბს გენდოთ და დვალდახუჭულს ნუ აუხელთ ასე უცბად და მწარედ თვალს.. ნუ გაამწესებთ უკანასკნელ რაღაცად (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) თქვენს ცხოვრებაში.. სჯობს თავიდანვე უთხრათ გულიდან ამონასროლი ყველა მწარე და გულსატკენი სიტყვა.. მაშინ, ისე აღარ იდარდებს.. შემოჩვეულზე ძნელია უცებ ამოიგდო გულიდან (თუ საერთოდ შესაძლებელია ეს) ნუ ითამაშებთ მის გულწრფელობაზე.. თუ თქვენში ადამიანი მქვია, იმ ადამიანის ხათრით გთხოვთ არავის მოექცეთ ასე!

ახლა კი მათთვის მიჩუქნია ეს სიტყვები, ვინც არაერთხელ ჩაიდინა ასეთი არაადამიანობა!
მძულხართ! მთელი გულით მძულხართ! თქვენ ხართ გრძნობებისა და განცდების მწოველი ვამპირები! ჩემი ნება რომ იყოს მოგკლავდით! ნორმების დაუცველად! წამებით! თუმცა როგორც არ უნდა მეწამებინეთ, იმ ტკივილამდე მაინც ვერ მიხვიდოდით, როგორსაც ის ადამიანები განიცდიან, როს გამოც ეწამებით! და მაინც...

იმედია ჩემი "გაგიჟების" მერე ოდნავი სინანულის თუ არა, სიბრალულის გრძნობა მაინც გაგიჩნდებათ..
ახლა ფოქრობთ ეს გიჟი ვინააო.. აკლიაო.. მითხარით ეს ხმამაღლა! მე ამას არ ვმალავ! ჩემზე რომანტიკოსი არ მეგულება და ვისთვის რა მაქვს დასამალი?! მე ყველაზე დიდი გიჟი ვარ მთელს მსოფლიოში, მე ყველაზე მეტად განვიცდი ყველაფერს და მე ყველაზე მეტად ვძულვარ "მხოლოდ ჩემებს"!!!

დაბოლოს:

"დაუვიწყარი ზაფხული 2011"

"მენატრებოდი.. აჰ, რა ძალიან მენატრებოდი.. და აი, აქ ხარ.. მიყვარხარ ზაფხულო!"
აღმომხდა დღეს დილას, როცა ნახევრად თვალდახუჭულმა გავხედე ყვითელ მზეს <3 ჰოდა დავფიქრდი, აბა რა მინდა ამ ზაფხულს? რის გაკეთებას ვაპირებ? და ჩამონათვალიც სახეზეა :)

1.დასვენება მინდა ბათუმში/სარფიში. სულ ერთია ოღონდ ზღვა იყოს ^_^ <3

2.საზაფხულო რომანზე უარს არ ვიტყოდი.. (არც კი მჯერა ამას რომ ვამბობ o_O)

3.იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა ზაფხულს მთელი ერთი თვე წყალში გავატარე და ვერანაირი ზაგარი ვერ მივიღე, წელს კარგად გავშავდებოდი ^_^

4.კინაღამ დამავიწყდა.. მეგობრები! მათ გარეშე ფეხსაც არსად გავადგამ! <3

5.წავიდოდი გორებზე <3 (მეგობრებთან ერთად <3)

 6.გადავიღებდი უამრავ ფოტოს <3 (მეგობრებთან ერთად <3)

7.ვიცეკვებდი წვიმაში!!!

8.ვიყიდდი ღია-ვარდისფერ ყვავილებიან სარაფანას <3 ან თეთრს <3 და ასეთივე ფერის "ბალეტკებს" <3

დაახლოებით ასეთი ნაჭრისას <3

9.შევჭამდი უამრავ შოკოლადს <3<3<3<3 და ყოველ დილით დავლევდი რძიან ყავას <3<3<3


10.არ ჩამოვრჩებოდი კლუბურ ცხოვრებას <3


11.წავიკითხავდი რაიმე მსუბუქსა და ლამაზ რომანს <3


  12.დიდი სურვილი მაქვს ვაწარმოო ასეთი რაღაც <3 

13.ვიყიდდი ერთ საშუალო ზომის ყავისფერ დათუნიას <3
14.ეგბა როგორმე ცურვა მესწავლა :დ


15.mp3 ვიყიდდი ცისფერს ან თეთრს :)
16.ვიძინებდი გვიანობამდე!!!

17.ვიყიდდი ფუმფულა კურდღელ(ან ნებისმიერი სხვა) ჩუსტებს ^_^