Wednesday, July 13, 2011

საქართველო და მისი ხევსურეთი

რა ლამაზია საქართველო!: ყველანაირი კურორტი, დასასვენებელი საშუალება, მოკლედ რაც გინდა სულო და გულო. ერთერთი ამ ღ ირშესანიშნაობებიდან არის ხევსურეთი ადგილი რომელიც იმსახურებს ტაშს! (გთხოვთ დაუკრათ ტაში, სადაც არ უნდა იყოთ, რატომაც არ უნდა იყოთ) ეს ადგილი ენით აუწერელი სილამაზისაა: ბუნება და მაღალი კოშკები რომლებშიც თითქმის უკვე აღარავინ სახლობს . თავს არ მოგაბეზრებთ ინფორმაციით რადგან ამისთვის წიკიპედია არსებობს. მე ერთ ამბავს მოგიყვებით რომელსაც მერწმუნეთ ვერსად წაიკითხავთ, ვერც წიკიპედიაში.
ჩემი ახლობელი ახალგაზრდობაში გატაცებული იყო მოგზაურობით, მთელი საქართველო მოიარა. როდესაც გაიგო რომ ხევსურეთში მივდიოდი დამირეკა და მთხოვა მესტუმრეო, ხოდა მეც ვიცოდი რომ რაღაც საინტერესო მელოდა და უარი არ ვუთხარი და ძალიან კარგიც ვქენი.
ხევსურეთში დიდი ხნის წინათ იყო თვითონ როგორც მითხრა 1925 წელს, ეს ის დრო იყო როდესაც "კამუნისტები" უკვე სანახევროდ დაუფლებულიყვნენ ჩვენს საქართველოს. Xევსურეთს იმ დროისთვის უკვე ძალიან ცოტა მკვიდრი თუ ყავდა. იმ სოფელში კი სადაც ჩემი ახლობელი იყო სამი: დეიდა მზექალა, მისი შვილი და შვილის ცოლი. დეიდა მზექალას მამა-აპურ კოშკში დაედო ბინა ხოლო მისი შვილი კოშკს არ კადრულობდა და ამიტომ ბარში უფრო თანამედროვე სახლში ცხოვრობდა, მართალია ტელეფონის და ელექტროენერგიის შუქს რომ ეძახიან იმის გარეშე, მაგრამ მაინც თანამედროვე სახლში.
ერთხელ როცა ჩემი ახლობელი, სახელით მიმართვა მგონი უფრო ზრდილობიანია ამიტომ მოდი მას დიდი, გასიებულ თავიანი ურჩხული ვუწოდოთ. განა იმიტომ რომ ამ არსებას გავს, არა უბრალოდ ეს სახელი "მესაყვარლება". მოკლედ როცა დიდი, გასიებულ თავიანი ურჩხული მორიგ ლაშქრობაში იყო დაინახა ლოდი, შენიშნა რომ ამ უზარმაზარ ლოდზე რაღაც იყო ამოტვიფრული მაგრამ ხავსით იყო დაფარული. როცა ლოდი მოასუფთავა დაინახა ნაწერი: "1924 წ. ხალხნოი ფრთხილათ თორო კამუნისტები უკვე აქც შამოვიდნენ". ეს ლოდი პირით ხევსურეთისკენ მომავალს უყრებდა. წარმოგიდგენიათ ვიღაც კაცი დაჯდა, ოფლი დაღვარა და ამოტვიფრა ფრთხილად იყავითო. ამ ამბის შემდეგ შეიძლება ქართველმა თქვას რომ არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა?
როცა ურჩხული, მოდი ეს მისი "კლიჩკა" იყოს, უკან თბილისში დაბრუნდა გადაწყვიტა დეიდა მზექალა ერთი ზამთრით (სწერვულად: რьა ეგოისьტობაა ერთი ზამთრით არьა?. ადამიანურად: (რო იცინის ის სმაილი)) ჩამოეყვანა, რადგან ხევსურეთში ზამთარში ისე ცივა, რომ ვერ იბანავებ და ხახვის სუნი გექნება როგორიც ქართველ პატრიოტ კაცებს ასდით, თბილისში. როცა მას ესტუმრა და უთხრა ჩამოდითო დეიდა მზექალა დაპირდა ამ ზამთარს საქმეები მაქვს და შემდეგ ზამთარს აუცილებლად წამოვალო. თბილისში დაბრუნებულს ურჩხულიკოს აცონბეს დეიდა მზექალამ სული დალიაო.
დავუბრუნდეთ? ჩვენს ხევსურეთს სადაც ოდესღაც დეიდა მზექალა და მისი შვილი, თან ცოლიანი ცხოვრობდნენ. რა იცი? იქნებ მათი შთამომავლები კიდევ ცხოვრობენ და უხარიათ "დამოუკიდებელ" საქართველოში ცხოვრება, ბედნიერები არიან რომ ყავთ ესეთი კარგი, უფრო სწორად პატიოსანი ოპოზიცია, რომელსაც მყარად აქვს ფესვები ჩვენს საყვარელ რუსეთში და ჩვენი საყვარელი კარლიკების союзში. მიშიკოს, ჩვენი მაგაააარი პრეზიდენტის, მაგაააააარ მანერებზე ხო გიჟდებიან და გიჟდებიან: ცხვირის ხელით "მოხოცვაზე", კრიზისის დროს ჰალსტუხის ჭამაზე და მის სექსუალურ მიხრა-მოხრაზე. მაგრამ არაუშავს ჩვენ ხევსურეთი გადაგვარჩენს, ხევსურეთი რომელიც მზესავით ლამაზია!

P.S.მართლაც რა ლამზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა! ❤


No comments:

Post a Comment