Monday, July 4, 2011

კითხვით მიღებული სიამოვნება

რაც უფრო ვიზრდები მეცვლება აზროვნება ( საბედნიეროდ )სერიოზულად ვფიქრობ ისეთ მოვლენებზე რაზეც ადრე გამეცინებოდა ...
პოსტი რომელსაც ახლა ვწერ მინდა მივუძღვნა ’შავით თეთრზე დაწერილი და აკინძული ფურცლების კრებულს’ (უფრო გასაგებ ენაზე ’წიგნს’ )
-რა არის ჩემთვის სიამოვნება ??
-ბევრი რამ : კომპიუტერთან ჯდომა , საინტერესო ფილმის ყურება , წვიმის ხმის მოსმენა , ნირვანას სიმღერები .. თანდათან კი ვაცნობიერებ , რომ ერთერთი უდიდესი ბედნიერება არის ’ლამაზი’ წიგნის კითხვა !

როცა მოძებნი გამორჩეული მწერლის ნაწარმოებს , გადმოიღებ თაროდან , დახედავ სათაურს , მყუდროთ მოკალათდები და დაიწყებ კითხვას.რაც მართალია მართალია თავიდან იმდენად ვერ ჩაგიყოლიებს , თუმცა არსებობს ისეთებიც თავიდანვე რომ აღიგძრავენ ინტერესს !
ბევრი ჟანრის , უნიჭიერესი მწერლების წიგნები არსებობს , რომელთა დასრულების შემდეგ შენ თავში სიამაყის შეგრძნება გრჩება
უმთავრესია ნაწარმოების სწორად შერჩევა , რადგან შეიძლება გული აგიცრუვდეს ადამიანს კითხვაზე. ხშირად ბავშვებს ურჩევენ დაიწყონ სათავგადასავლო წიგნების გაცნობა . როგორებიცაა : ჟიულ ვერნი , მაინ რიდი , მარკ ტვენი , დიუმა , ლინგრედი, და ა.შ . ყველას განსხვავებული გემოვნება რომ აქვს ამაზე ბევრი საქმის გარჩევა არაა საჭირო ! მე პირადად სათავგადასავლო ჟანრმა დიდად ვერ დამაინტერესა , შეიძლება ითქვას რომ განსხვავებული ბავშვი ვიყავი . ტომ სოიერმა ვერ მომხიბლა : დ , ვერც კაპიტან გრანტის შვილებმა , 80 000 კილომეტრი წყალშქვეშ და ბევრმა ამდაგვარმა ..
სათავგადასავლო ჟანრში აუცილებლად უნდა გამოვარჩიო ჩემთვის უსაყვარლესი წიგნი
ჯოანა როულინგის ჰარი პოტერი !! ჩემი ბავშვობა . 7 ტომი რომელიც რამოდენიმეჯერ წავიკითხე , იმ პერიოდში კი ჩემთვის სხვა თავგადასავლები უინტერესოდ ჩანდა, უარს ვამბობდი სხვების წაკითხვაზე .
გარკვეული დროის შემდეგ ჩამითრია აგატა კრისტიმ . ენდჰაუზის საიდუმლოება , აღმოსავლეთის ექსპრესი
ერიხ მარია რემარკის სამი მეგობარი წარმოუდგენლად მომეწონა . დიფნა კიუსაკის შენ უნდა სძლიო სიკვდილს ძალიან გავს რემარკს,ორივეში ავადმყოფობა ისეა აღწერილი ნებისმიერის გულამდე ჩააღწევს... ; ((
შარლოტა ბრონტე ”ჯეინ ეარი” / ელენის სიკვდილზე გული ამომიჯდა : (

 შტეფან ცვაიგის ნოველები : უცნობი ქალის წერილი , ამოკით შეპყრობილი , ქალის ცხოვრების 24 საათი <3 ყველა მათგანში სიყვარული თავბრუდამხვევადაა აღწერილი , ეს გრძნობა გამოცდილი რომც არ გქონდეს მაინც ზუსტად დაგანახებს ^^ სევდა , სიკვდილი , გრძნობების სიღრმე ^^
მწერლის წინ აღიმართა ქალის უსხეულო ხატება და იმ ქალზე ფიქრმა შეიპყრო , როგორც შორეულმა მუსიკამ ...
თანამედროვე მწერლის დათო ტურაშვილის ჯინსების თაობის დასრულებისას ემოციებს ვერ ვმალავდი , ბევრ მომენტზე ვიტირე , უფრო დიდი ეფექტი იმანაც მიცა რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო . დაახლოებით 30 წლის წინ (ანუ არცთუ ისე შორეულ წარსულში)

როგორ შეიძლება წიგნის სამყაროზე საუბრობდე და არ შეეხო ჯეკ ლონდონს . თეთრი მდუმარება ^^ მარტინ იდენი (რომელსაც ეხლა ვამთავრებ ) როგორ შეიცვალა მარტინი,რამდენი რამ შეიძლება მოახდინოს სიყვარულმა , დიდი სახლის პატარა დიასახლისიც მაქ გეგმაში
დორიან გრეის პორტრეტი_ წიგნი სადაც სილამაზე ულამაზესადაა აღწერილი,
ვიქტორ ჰიუგოს ერთი პატარა ნოველა უკანასკნელი დღე სიკვდილით დასასჯელისას უნდა გავუსვა ხაზი , აქ ადამიანის ცხოვრების უკანასკნელი წამები ჩანს , ის სინანული, მონატრება ახლობლებისა ^^
მე ძალიან ცოტა მაქვს სამწუხაროდ ნაკითხი . ჯერ კიდევ წინ მაქვს იმ ბუმბერაზი მწერლების თვალით დანახული სამყაროს გაზიარების საშუალება , ბალზაკის შაგრენის ტყავი ( რომლის კითხვაც გავწყვიტე ; (( და აუცილებლად მიუბრუნდები ) დოსტოევსკი , შექსპირი , ჩემი უდიდესი დანაშაული ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებს კარგად არ ვიცნობ ; ((( ამ ყველაფერს მოვასწრებ ...

ადამიანს აღარ გაუჭირდება პრობლემების გადაჭრა,ექნება ბევრი ნანახი , ისაუბრებს თავისუფლად ყველა თემაზე, უამრავი სასიყვარულო მომენტს გაიხსენებს , სევდიანს , იამაყებს , სამყაროს უფრო სხვა ფერებში შეხედავს,ჩამოუყალიბდება ახალი შეხედულებები და ეს ყველაფერი წიგნის უკიდეგანო სივრცის წყალობით ...
ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა მოგვიწოდა კითვისკენ , მას უფრო დიდი დრო უნდა დავუთმოთ ! რა კარგი იქნება ყველამ რომ შევისმინოთ და კომპიუტერს უფრო ნაკლებად შევეხოთ , სამწუხაროდ ეს უკანასკნელიც ჩამთრევია , თუმცა ლიტერატურა არასდროს დაკარგავს ხიბლს , იმედია არც ჩემთვის )))

No comments:

Post a Comment