
უყვართ მექალთანეებიც და მოღალატეებიც, ეჭვიანებიც და ზარმაცებიც, მსუქნებიც და გამხდრებიც, ლოთებიც, ნარკომანებიც, ქურდებიც, მაიხინჯებიც და დაუბანლებიც. უცნაურია და გამაოგნებელი, მაგრამ, ყოველივე ეს ფაქტია, რომლის უარყოფაც არ შეიძლება. რაც შეეხება ეჭვიან მამაკაცებს, მათი ეჭვიანობა ზოგჯერ განსაკუთრებით მძიმე ფორმებს იღებს. შექსპირს არაფერი შეშლია. როცა კაცი ეჭვიანობს, ამასთან შეგუება ძალიან ძნელია და აუცილებელია წინ აღუდგე. თუ მიუშვებთ შედეგი შესაძლოა სავალალოც აღმოჩნდეს და ყველაფერი კატასტროფით დამთავრდეს. ღალატში გდებენ ბრალს? – აუცილებლად დაიცავით თავი, ამ შემთხვევაში უნდა იმოქმედოთ პრინციპით: საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა!
No comments:
Post a Comment