Monday, June 20, 2011

სკოლა ( ბანალურად ვთქვათ ” დასრულდა” )

მეცხრე კლასი დავამთავრე ! წავედი მეათეში . მეც შევდივარ იმ უმრავლეს ბავშვთა სიაში არდადეგები რომ უხარიათ ^^

დილას ადგომა არ მიყვარს .. მეძინება ხოლმე :დ
მითუმეტეს როცა წვიმაა ... რა ჯობია წვიმის ხმის მოსმენას,ბალიშზე ლაღად გიდევს თავი და არ ჩქარობ ადგომას













წინა დღეს უკვე იცი რომ სკოლას აცდენ და დავალებებისგან თავისუფალილ ხარ ,
ზოგი გაკვეთილი მოსაწყენია , თან დრო ნელა გადის , თუ ისეთი საგანია რომ გიჭირს და ისევ ვერ გაიგებ რამეს ხომ საერთოდ გული გიცრუვდება ; (( ყოფილა შემთხვევაც არასასურველი ნიშანი რომ მიგვეღოს ..
მართალია ბევრი უარყოფითი მხარე აქვს სწავლას , სკოლას , მასწავლებლებს და ა.შ მაგრამ რაღაც კარგიც ხომ აქვს ?
ნამდვილად გასაკიცხი ვიქნები მე თუ დადებით მხარეზე ყურადღებას არ გავამახვილებ :
რთული მასალა ახსნა მასწავლებელმა და შენ იოლად გაიგე , სასურველი თემა მოგცეს დასაწერი , რომელზეც შეგიძლია ბევრი იმსჯელო ...
რაც არ უნდა ზარმაცი იყოს მოსწავლე (ამ ერთიშეხედვით ბანალურ სიტყვას გამოვიყენებ) სკოლაში გებულობს ახალ ინფორმაციას ( ჭორებს არ ვგულისხმობ)
მართალია გაკვეთილების სწავლა მოსაბეზრებელია , თუმცა როცა უკვე ’კარგად’ ისწავლი
სასიამოვნო შეგრძნებაა , გავა დრო და მაინც არ დაგავიწყდება , ტესტებში ნაცნობი მასალა შეგხვდება.
დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უამრავი დადებითი მხარეა სკოლაში ; )))
ალბათ გავა კიდევ დრო და როცა სტუდენტი ვიქნები მომენატრება კიდეც ,
აქ ხომ მეგობრები გყავს , კლასელები რომელთან ერთადაც მხიარულობ , დამღლელი გაკვეთილის ბოლოს სასწარფო დახმარება ” ზარი” ...
როცა რომელიმე საგანი გიცდება , მასწი შეგაქებს , ჯგუფურად გააკეთებთ თემებს და გაიმარჯვებ...
არ გამიჭირდება ბევრი ესეთი მომენტის გახსენება ; )))
ქიმია_ ფიზიკა_ მათემატიკა ჩემი ინფაქტი :D
ბიოლოგია_ უბრალოდ საინტერესო საგანი ,
ისტორია_ საინტერესო , სამსჯელო ,
ქართული _ მშობლიური ენა ( მგონი ამას მეტი თქმა არც სჭირდება !)
უცხო ენა _ აუცილებელი , კომუნიკაციისთვის საჭირო
ფიზკულტურა ___
მუსიკა _ რავიცი : მე რაც მინდა იმას არ მაწვდის !!
ხელოვნება _ არის რა ( ეს არ უნდა იყოს ისეთი ბავშვის პასუხი რომელსაც ხელოვნებათმცოდნეობაზე უნდა ჩაბარება :D)
სამოქალაქო _ ბევრი სალაპარაკო , და გამოსაყენებადი ყველაფერში
ჰო .. ?! ყველა საგანი დავწერე მგონი :D

მომენტები როცა ..

ბევრჯერ გვაქვს კარგი მომენტები .. ბევრჯერ ცუდი ..
ეხლა ზოგ მათგანს განვიხილავ
რა კარგია როცა :
გაკვეთილი არ გაქ ნასწავლი რამეში და აღმოჩნდება რომ ის საერთოდ არც გქონია,
სახლში დაღლილი რომ მოხვალ და დაგხვდება საჭმელი რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს ..შაბათ_კვირას რომ უცებ გამოგეღვიძება და ვერ მოწვავ რა დღეა :დ (მერე აღმოჩენაა ყველაზე დიდი სიამოვნება)
რომელიმე საგანი რომ გინდა გაგიცდეს და ესეც მოხდება
კაფეში ან ქუჩაში გაიგონებ შენ საყვარელ მუსიკას
სახლში რომ მარტო რჩები და გასართობი გაქ (მე პირადად კომპთან მარტო ყოფნა მიყვარს ..ალილუია :დ)
ვინმე შენთვის სასიამოვნო პიროვნება რომ გაგიღიმებს ან რამე კარგს გეტყვის :დ
ტესტირებაზე ხარ და რაც იცი დაწერ რაც არა კი მოახერხებ და გადაწერ .. მერე კი კაი ნიშანს მიიღებ
საატესტატოს და ეროვნულებს რომ მშვიდობით გადაიტან (ეჰ ეს ჯერ არ გამომიცდია და იმედი მაქ ესეც იქნება)
რამის ყიდვა გინდა და გგონია რომ ფული არ გყოფნის არადა გაქ
სკოლიდან ძაან დაღლილი მოდიხარ და ამ დროს მასწავლებელთან უნდა მიხვიდე .. აღმოჩნდება რომ გიცდება ; ))
უუჰ კიდე ბევრი კარგი მომენტებია მაგრამ ეხლა ცუდსაც შევეხოთ
დილას ადრე გაიღვიძებ ძლივს , კოკისპირულად წვიმს და წასავლელი ხარ სკოლაში
დავალებაზე იწვალე ბევრი ,ძლივს დაწერე და სახლში დაგრჩება
დაღლილი ხარ და ბევრი სამეცადინო გაქ ..
ქუჩაში ან წაბორძიკდები ან რამე და ამ დროს დაინახავ ვინმეს ვინც გევასება ;დ
ვინმეს მოსვლას რომ ელოდები და არ მოვა
კლასელებთან ან მეგობრებთან ერთად გაქ დაგეგმილი სადმე წასვლა და რამე პრობლემა გაგეჩხირება



ნაყინი გინდა და ყელი გტკივა ( მე მაინც ვჭამ :დ)
დაბადების დღეზე მიდიხარ და ტორტს ვერ შეჭამ
საზიზღარ ხასიათზე ხარ ,ერთადერთი კარგი ისაა რომ კომპთან დაჯდები და ინტერნეტით გადააყოლებ გულს ამ დროს კი ან დენი არ არის ან ნეტი : (((
გაკვეთილისთვის კარგად რომ მოემზადე და მასწი არ მოგაყოლებს
მაგარ ხასიატზე ხარ და რაღაც პატარა რამე ნერვებზე რომ მოგშლის
შენთვის ახლო ადამიანი რომ გაწყენინებს
ვიღაც რომ გეტყვის შენზე ჭორი დადისო და რაღაც სისულელე იქნება
ბიჭთან ერთად მიდიხარ და ლოვე ხომ არ არისო გეკითხებიან,
მარშუტკაში ან ტაქსში რომ რადიოა ჩართული და უაზრო სიმღერაა, ან ვინმე ბლადუნობს
სკაიპს ჩართავ და ვიღაც გწერს გწერს შენ კიდე მისი თავი არ გაქ
ფეისზე ახალი შეტყობინება რომ ანათებს შენც უცებ ნახავ და აღმოჩნდება რომ რომელიღაც მოტაგული სურათი დააკომენტარეს ..ან ვაბშე უაზრო ტაგები..
სმს რომ მოგივა ოპერატორისგან არადა ამ დროს სხვას ელოდებოდი
გამწარებული რომ წერ ვინმეს და დეპოზიტი ამოგეწურება
ფულს ჩარიცხვა და კაი ხანს არ მოგივა
დიდი რიგია შენ კიდე სადმე გეჩქარება
უუჰ კიდე იმდენია ცუდი მომენტები მეტის ჩამოწერა მეზარება ესეც რომ დავწერე ნეტა რა მომეჩვენა :დ