Monday, June 20, 2011

სკოლა ( ბანალურად ვთქვათ ” დასრულდა” )

მეცხრე კლასი დავამთავრე ! წავედი მეათეში . მეც შევდივარ იმ უმრავლეს ბავშვთა სიაში არდადეგები რომ უხარიათ ^^

დილას ადგომა არ მიყვარს .. მეძინება ხოლმე :დ
მითუმეტეს როცა წვიმაა ... რა ჯობია წვიმის ხმის მოსმენას,ბალიშზე ლაღად გიდევს თავი და არ ჩქარობ ადგომას













წინა დღეს უკვე იცი რომ სკოლას აცდენ და დავალებებისგან თავისუფალილ ხარ ,
ზოგი გაკვეთილი მოსაწყენია , თან დრო ნელა გადის , თუ ისეთი საგანია რომ გიჭირს და ისევ ვერ გაიგებ რამეს ხომ საერთოდ გული გიცრუვდება ; (( ყოფილა შემთხვევაც არასასურველი ნიშანი რომ მიგვეღოს ..
მართალია ბევრი უარყოფითი მხარე აქვს სწავლას , სკოლას , მასწავლებლებს და ა.შ მაგრამ რაღაც კარგიც ხომ აქვს ?
ნამდვილად გასაკიცხი ვიქნები მე თუ დადებით მხარეზე ყურადღებას არ გავამახვილებ :
რთული მასალა ახსნა მასწავლებელმა და შენ იოლად გაიგე , სასურველი თემა მოგცეს დასაწერი , რომელზეც შეგიძლია ბევრი იმსჯელო ...
რაც არ უნდა ზარმაცი იყოს მოსწავლე (ამ ერთიშეხედვით ბანალურ სიტყვას გამოვიყენებ) სკოლაში გებულობს ახალ ინფორმაციას ( ჭორებს არ ვგულისხმობ)
მართალია გაკვეთილების სწავლა მოსაბეზრებელია , თუმცა როცა უკვე ’კარგად’ ისწავლი
სასიამოვნო შეგრძნებაა , გავა დრო და მაინც არ დაგავიწყდება , ტესტებში ნაცნობი მასალა შეგხვდება.
დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უამრავი დადებითი მხარეა სკოლაში ; )))
ალბათ გავა კიდევ დრო და როცა სტუდენტი ვიქნები მომენატრება კიდეც ,
აქ ხომ მეგობრები გყავს , კლასელები რომელთან ერთადაც მხიარულობ , დამღლელი გაკვეთილის ბოლოს სასწარფო დახმარება ” ზარი” ...
როცა რომელიმე საგანი გიცდება , მასწი შეგაქებს , ჯგუფურად გააკეთებთ თემებს და გაიმარჯვებ...
არ გამიჭირდება ბევრი ესეთი მომენტის გახსენება ; )))
ქიმია_ ფიზიკა_ მათემატიკა ჩემი ინფაქტი :D
ბიოლოგია_ უბრალოდ საინტერესო საგანი ,
ისტორია_ საინტერესო , სამსჯელო ,
ქართული _ მშობლიური ენა ( მგონი ამას მეტი თქმა არც სჭირდება !)
უცხო ენა _ აუცილებელი , კომუნიკაციისთვის საჭირო
ფიზკულტურა ___
მუსიკა _ რავიცი : მე რაც მინდა იმას არ მაწვდის !!
ხელოვნება _ არის რა ( ეს არ უნდა იყოს ისეთი ბავშვის პასუხი რომელსაც ხელოვნებათმცოდნეობაზე უნდა ჩაბარება :D)
სამოქალაქო _ ბევრი სალაპარაკო , და გამოსაყენებადი ყველაფერში
ჰო .. ?! ყველა საგანი დავწერე მგონი :D

No comments:

Post a Comment