Friday, July 8, 2011

დარჩი რა ჩემში..

უშენოდ მოვკვდები, ჰო თვალებს დავხუჭავ და მოვკვდები და აღარ გეყოლები.. აღარ წახვიდე.. გთხოვ.. გულს ამოვიღებ და გაჩუქებ..
ბოლოს რომ წახვედი დამიბარე ისე მალე დავბრუნდები ჩემ მონატრებასაც ვერ მოასწრებო.. მაგრამ.. მაგრამ.. ალბათ გეგონა მთელი ორი წელი არ მომენატრებოდი.. შე სულელო.. მენატრებოდი.. არა! სიგიჟემდე, კივილამდე, წივილამდე მენატრებოდი.. აი ახლა ხომ აქ ხარ ჩემთან, მაგრამ მაინც მენატრები.. აღარ წახვიდე რა.. არასოდეს.. ნუ გამიმეტებ.. ასეთი რა დავაშავე.. დარჩი რა ჩემთან, დარჩიი.. არა ჩემთან ხარ, მაგრამ ჩემში დარჩი.. ჩემში რომ იქნები აღარასოდეს ვიქნები მარტო.. ჩემო გულის სითბოვ.. როგორ მიყვარხარ.. ჩემო მაისისთვალებიანო <3 ჩემო ზღვისფერო სურვილო <3 ჩემო რძისფერკანიანო <3 ჩემო გვირილისღიმილიანო <3 არ ჩაგეძინოს რაა.. საცაა უკვე თენდება.. სულ ერთი სიტყვა მინდა.. სულ ერთი სიტყვა მჭირდება.. მეტი კი არაფერი..!
მე.. მე შენი ჩემნაირობა მიყვარს.. შენი ნათქვამი "მიყვარხარ" მიყვარს.. არ ჩაიძინო.. შეხედე ცას ფეხქვეშ გვეგება.. და ნახე შორეულ აღმოსავლეთში ვარდისფერდება მთები.. არ ჩაგეძინოს რაა.. დარჩი ჩემში რა..შუბლით შევეხოთ იცნებებს..დარჩი რაა..
იცი როცა ცას მართმევ ასე მგონია გჭირდება და.. და გატან.. მოდი დილამდე გავიდეთ გაღმა ნაპირზე.. აიი ამინდიც აირია წვიმას აპირებს.. მოდი წაგიყვან იქ, სადაც რეალობა ქარითაა მიბმული შიშველ ხეებზე.. მერე მე მოვალ ტკივილს გაგხდი და გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე ჩაგაცვამ.. დარჩი ჩემში რაა.. თორემ ხომ ხედავ ყოველ წამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები.. და იცოდე სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა მე თუ მოვკვდები..
დარჩი რაა..
დარჩი რაა ჩემშიი..

No comments:

Post a Comment