Tuesday, May 1, 2012

ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები


ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ცხოვრება მშვენიერია
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიახლეში, - სადაც ცხოვრება მშვენიერია მისი ყოველმხრივი გამოვლინებით. მე არ დავიწყებ კამათსა და იმის მტკიცებას, თუ რაში მდგომარებს ცხოვრების არსი. მე უბრალოდ მსურს, რომ ფართოდ გაახილოთ თვალები, მიმოიხედოთ ირგვლივ და დატკბეთ ცხოვრებით. ირგვლივ ყველაფერი მშვენიერია.
ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან იმას, რომ ყოველივე საუკეთესო, მხოლოდ წინ გველოდება. (გახდები ზრდასრული, დაამთავრებ უნივერსიტეტს და იქნები დამოუკიდებელი, თვითყოფად მიიღებ გადაწყვეტილებებს)




ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ამის შემდეგ ცხოვრებაში უკვე ჩვენ თავადვე ვიქმნით მიზნებს, რომლისკენაც ასე თუ ისე მივისწრაფვით. გვეკისრება ახალ-ახალი ვალდებულებები- :სწავლა, განათლება, უზრუნველყოფილი მომავალი და ოჯახი. 
მრავალი წლის შემდეგ კი ამ საკითხზე ნათელი წარმოდგენა გვიჩნდება და ვხდებით, რომ ის "ხვალ" უკვე დადგა, ყველაფერი კარგი უკვე მოხდა, ისე რომ ჩვენ ვერც კი შევამჩნიეთ.
დაიხსომეთ რომ : ცხოვრების წამითაც გაჩერება, მისი უკან დაბრუნება და თავიდან ცხოვრება არ შეიძლება. ამიტომდააფასეთ თქვენი ცხოვრების თითოეული დღე - ის შესანიშნავი და იდეალურია. ყოველივე კარგი ხდება დღეს, ახლა, და არა როდესღაც! გჯეროდეთ და გწამდეთ არა ნათელი მომავლის, არამედ დღევანდელი დადებითი და პოზიტიური დღის.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ადამიანი თავისი ბუნებით - კომიკური, უცნაური და სასაცილო ქმნილებაა. მას ძალუძს პრობლემები შექმნას იქაც კი, სადაც ისინი არ არსებობს. სწორედ ამით წამლავს იგი ყოველივე პოზიტიურს.
მოვლენები, რომლებიც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, თავად ხდება ნეიტრალური. - ჩვენ მას გარკვეული საღებავის ფერით ვხატავთ. და მართლაც სამყაროში არსებობს ერთი ფუნდამენტური კანონი - კარგი მიისწრაფვის საუკეთესოსკენ.
თქვენ იკითხავთ რა არის იმაში სასიხარულო როდესაც ქვეყანაში ასეთი პრობლემებია: უმუშევრობა, ეკონომიკური კრიზისი, ფასების ზრდა.... და ა.შ. ან თუნდაც უთანხმოება პირად ცხოვრებაში. კი ეს ასეა, მაგრამ მოდით შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში რაღაც, რათა თავი ავარიდოთ: პრობლემებს , შიშსა და დეპრესიას.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

საიდან დავიწყოთ? ყველაზე მარტივით :
ϟშეცვალე შენი ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურით. 
ϟდასაწყისისთვის ეცადე განთავისუფლდე უარყოფითი ემოციისგან, ანუ უნდა შეწყვიტო თავის ყოველდღიური გამოტუმბვა უარყოფითი ინფორმაციითა და ფიქრებით.
ϟშეწყვიტე შენს ირგვლივ არსებული ვითარების კრიტიკა.
ϟშეეცადე ისიამოვნო და შენიშნო ყველაზე მარტივი ნივთები და მოვლენები.
ϟშეეცადე საყვარელი ადამიანები სიურპრიზებით გაანეიბივრო..

ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ალბათ არ არსებობს, ისეთი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ არ დაუსვამს საკითხი " როგორ დავიწყო ახალი ცხოვრება..? ცხოვრების თეთრი ფურცლიდან დაწყება - როგორ არარეალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც შესაძლებელია. ზოგიერთი ადამიანი ახერხებს ამის გაკეთებას, ზოგიერთი ვერა. თუ ცხოვრების ახლიდან დაწყების სურვილი გაჩნდა, მაშინ არ ღირს მისი იგნორირება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოცემულ მომენტში თქვენ უკმაყოფილო ხართ საკუთარი თავით ან რაღაცით. ღირს თუ არა იმ რაღაცის შეცვლა რაც შენ გაწუხებს?
რა თქმა უნდა ღირს! და თუ თქვენ გადაწყვიტეთ ახალი ცხოვრების დაწყება, მე შევეცდები დაგეხმაროთ ამაში და გაგიმხილოთ ისეთი საიდუმლოები, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ განხორციელდება. მაშ ასე დაიმახსოვრეთ შემდეგი წესები, თუ როგორ უნდა დაიწყოთ ახალი ცხოვრება:
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

არ შეგეშინდეთ წარსულის დავიწყება.
ბევრისთვი ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ხვალინდელი დღის დაწყება სულ სხვაგვარად მოხდება. და ის რომ იყოს უფრო უარესი? არა მერწმუნეთ ნამდვილად არ იქნება!. თუ თქვენ დიდი ოპტიმიზმითა და რწმენით მიუდგებით ამ საკითხს, თუ როგორ დავიწყოთ ახალი ცხოვრება, ეს მოგიტანთ თქვენ მხოლოდ დადებით ემოციებს, სიურპრიზებსა და ახალი სასწავლო გამოცდილებას. მთავარი ფაქტორი, რომელმაც არანაირი ეჭვი არ უნდა დატოვოს ეს ის არის რომ წარსულში დაბრუნება თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ. ის თქენგან არსად წავა დამიჯერეთ! ხოლო ახალი ცხოვრების დაწყება მაინც ღირს! - იმიტომ რო ცვლილებები შეიძლება იყოს უფრო მიმზიდველი, ვიდრე თქვენ გაქვთ ამჟამად.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ჩამოწერეთ პრობლემბის სია,
ჩამოწერეთ პრობლემბის სია, რომლისაგანაც თქვენ სამუდამოდ განშორება გსურთ. ყურადღებით წაიკითხეთ იგი, შეიგრძენით ყველა მხრიდან არსებული უკმაყოფილება და დაწვით ის! მორჩა პრობლემები აღარ არის ისინი დარჩნენ წარსულში! რა თქმა უნდა, ეს არის წმინდა ფსიქოლოგიური მეთოდი, იმიტომ რომ მისი "გადახაზვა" ნიშნავს, პრობლემების გულიდან და ფიქრებიდან ამოშლას.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

მოძებნეთ ახალი ჰობი
ძალზედ ხშირად სწორედ ჰობს შეუძლია ადამიანის გადარჩენა დეპრესიასა და მწუხარებისგან. ამიტომ ახალი გატაცება -არის სავალდებულო პუნქტი იმათ ცხოვრებაში, ვისაც სურს იცოდეს, თუ როგორ შეიძლება ახალი ცხოვრების დაწყება.განსაკუთრებით კარგია ექსტრემალური ჰობი - სადაც მთლიანად შეგიძლიათ დაგროვილი უარყოფითი ემოციისაგან განთავისუფლება. ურიგო არ არის ასევე "მშვიდი" ჰობი, მთავარია ინტერესები. ქსოვა, ძერწვა ან ქარგვა - მსგავსი გატაცებები მედიტაციის მხრივ, იდეალურია ნერვული სისტემის დასამშვიდებლად და უშუალოდ გონების წარმართვა სწორი მიმართულებით.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

გაიცანით ახალი ადამიანები
შეიძინეთ ახალი მეგობრები. ემოციებს, რომელსაც მიიღებთ ახალ კამპანიასთან კონტაქტში, დაგეხმარებათ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების მოსახდენად. ეწვიეთ კლუბებს ინტერესის მიხედვით (როგორც ხედავთ, ეს პუნქტიპირდაპირ კავშირშია წინასთან. ახალი გატაცებები, ახალი წრე) ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ცხოვრების დაწყება მოითხოვს ურთიერთობის გაწყვეტას ძველ მეგობრებთან და ნაცნობებთან. მხოლოდ იმათთან ვინც გიქმნიდათ პრობლემებს თქვენს წარსული ცხოვრებაში.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

შეიცვალეთ თქვენი გარეგნობა
ტყუილად არ ამბობენ რომ გარეგნობის შეცვლა ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს. არა ჩვენ მხედველობაში არ გვაქვსრადიკლური ცვლილებები. - მაგრამ თუ თქვენ გაქვთ დიდი სურვილი ამისა, მაშინ შეგიძლიათ უყოყმანოდ განახორციელოთ იგიგანაახლეთ თქვენი ვარცხნილობა, აარჩიეთ ახალი მაკიაჟი, შეიცვალეთ ჩაცმულობის სტილი.დაეკითხეთ ან გაიარეთ კონსულტაცია სტილისთთან ან დიზაინერთან გარეგნობის შეცვლასთან დაკავშირებით. შეიძლება გგონიათ, რომ ეს პუნქტი ეხება მხოლოდ გოგონებს, მაგრამ მსგავსი ცვლილებები მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც არ აწყნდათ.
ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

ისწავლეთ წარსულის შეცდომებზე
ისწავლეთ წარსულის შეცდომებზე და აღარ გადადგათ ერთი და იგივე ნაბიჯები. რა თქმა უნდა თქვენ იმიტომ არ შეიტყვეთ, თუ როგორ უნდა ახალი ცხოვრების დაწყება, რომ გაიმეოროთ მსგავსი ქმედებები, რაც წარსულში. ამისათვის იმ გამოცდილების შეხსენებაა საჭირო, რომ ისწავლოთ წარსულის ანუ თქვენს შეცდომებზე"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მე მოვიქეცი არასწორად, ახლა გავაკეთებ სწორ არჩევანს" - სწორედ ასე უნდა დაიწყოთ ფიქრი.

ცხოვრება ხელახლად - არ არის ადვილიეს არ ხდება ერთ დღეში. ეს არის საკუთარ თავზე ხანგრძლივად მუშაობის შედეგი. და მაინც ღირს ხელახლა ყველაფერი? ნებისმიერ შემთხვევაში ღირს ნუ მოგერიდებათ და ნუ გეშინიათ - იმედი მაქვს ახალი ცხოვრება მოგიტანთ დიდ ბედნიერებას.

ცხოვრება მშვენიერია ⇨ "დაიკიდე" პრობლემები

No comments:

Post a Comment